რას გააკეთებს ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად | რას გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები

გამოქვეყნდა:

რას გააკეთებს ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად? ხელისუფლების ოპონენტების ლიდერები დღეს კვლავ შეიკრიბნენ სასამართლოს ეზოში, ბევრი კომენტარი გააკეთეს, მაგრამ კონკრეტიკა ისევ არ არსებობს. ოპოზიციის ლიდერები ლაპარაკობენ კონსულტაციებზე იმის გადასაწყვეტად გვიკვდება თუ არა პრეზიდენტი, ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, კონსტიტუციის ჩარჩოებში ყოფნას მოითხოვენ და "ქართულ ოცნებაზე" დასავლეთის ზეწოლას ელოდებიან.

კონკრეტულად რას ნიშნავს განცხადებები და რა მოქმედებას შეიძლება ველოდეთ პოზიციისგან - გაუგებარია. სააკაშვილის პროცესის მსვლელობასთან ერთად სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მესამე პრეზიდენტის ბედი ოპოზიციის ქმედებებზე დამოკიდებული ფაქტობრივად აღარ არის და ახლა პირიქით სააკაშვილის გადარჩენა გადაარჩენს ოპოზიციას საქართველოში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი