
Reuters-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ "ვაგნერს" იარაღი მიჰყიდა, რომელსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებენ.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ PMV "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ჩრდ კორეას აღჭურვილობის საფასური უკვე გადაუხადა.
"მაგრამ ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა გეგმავს ვაგნერისთვის მეტი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას" - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩრდ კორეამ რუსეთს რაკეტები გასულ თვეში მიაწოდა. თუმცა მისივე თქმით, იარაღის რაოდენობა, რომელიც რუსებმა მიიღეს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დინამიკას არ შეცვლის.