ოლიგარქის შურისძიება და ხელისუფლების გეგმა | მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქ ივანიშვილის შურისძიება და ხელისუფლების გეგმა. "ქართული ოცნება" ყოველდღიურად დაუნდობლად ანადგურებს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ამას საზოგადოების თავლწინ აკეთებს. ვივა მედში 8-თვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ უმძიმესია დღეს ეს ყველამ საკუთარი თვალით ნახა და დარწმუნდა, რომ სიცრუეა ხელისუფლების პროპაგანდაც.

სასამართლო პროცესს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ბედი უნდა გადაწყვიტოს, დაუძლურებული პაციენტი მცირე ხნით ჩაერთო. მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა და სხდომა მესამე პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა. სასამართლომ დღეს იმ ამერიკელი ფსიქიატრის ჩვენება მოისმინა, რომელიც სამედიცინო დასკვნის ერთ-ერთი ავტორია. ერიკ გოლდსმიტი პირდაპირ ამბობს, რომ სიმულაცია გამორიცხულია და იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ არ უმკურნალებენ მრავალპროფილურ კლინიკაში შედეგი ფატალური იქნება.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი