
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი - მოკლული ქალი 73 წლის ლალი გაბოძეა.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი სოფელში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან ერთად, მიწის დარეგისტრირებისთვის ჩავიდა, რა დროსაც, მისმა მაზლმა სანადირო იარაღით ესროლა და მოკლა. იუსტიციის სახლის თანამშრომლები, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ცხედარი, გორის საექსპერტო ბიუროშია გადასვენებული.
მკვლელობისთვის ბრალდებული 83 წლის კაცი, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, ის კასპის რაიონულ პოლიციაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: