კასპში, სოფელ ნოსტეში რძლის მკვლელობისთვის ბრალდებული კაცი დაკავებულია.
შეგახსენეთ, 83 წლის კაცმა 73 წლის ქალი, მისივე ძმის ცოლი მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მათ ქონებრივი დავა ჰქონდათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.