ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის თქმით, ათონელის რეზიდენციასთან ყოველდღიური პერმანენტული აქციები გაიმართება. მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.
"არ გვეახალწლება, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ ციხეში, არ გვეახალწლება, როდესაც საქართველოს დემოკრატიული მომავალი ნადგურდევა, არ გვეახალწლება, როდესაც ჩვენმა შვილებმა შეიძლება იცხოვრონ ჭაობში და ეს არის რუსული ჭაობი" - ამბობს მუმლაძე
მუმლაძის თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან უწყვეტი საპროტესტო აქციები ხვალ, 23 დეკემბერს 18:00 საათიდან დაიწყება და გასტანს, სანამ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სწორ მხარეს არ დადგება.
ხოლო დამატებითი დეტალები ხვალ 11:00 საათზე გახდება ცნობილი.