"მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, სასიკვდილოდ ავადაა, შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე" - ამბობს ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, მართლად ცუდადაა, ძალიან სერიოზულად ავადაა, სასიკვდილოდ ავადაა და ერთადერთი გამოსავალი მისი სამკურნალოდ გადაყვანაა... შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე, ეს იანვარ-თებერვალში შეიძლება დასრულდეს ძალიან ცუდად, - ამბობს გოლდსმიტი.