აი, რა მდგომარეობაშია პოსტ-საბჭოთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი დღეს - CNN მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

გუშინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩართეს, საერთაშორისო მედიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მასალები კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა. გადაცემა მოამზადა CNN-მა, რომელსაც სტუმრად ჰყავდათ ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელო და მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი. 

მედიამ მასალის მომზადებისას ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზეც, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა გადაიყვანონ სააკაშვილი საზღვარგარეთ.

"მოწამლა თუ არა ის პუტინმა" - იკითხა ჟურნალისტმა და მაყურებლებს აჩვენა ფოტოები, 29 ნოემბრის სასამართლო პროცესიდან და 22 დეკემბრის სხდომიდან. 

მან მიხეილ სააკაშვილი პუტინის მეტოქედ მოიხსენია. ეთერში აჩვენეს ის კადრებიც, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა - "აი რა მდგომარეობაშია პოსტ-საბჭოთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დღეს, მიხეილ სააკაშვილი ნივთებს ესვრის დაუდგენელ პიროვნებას მის მშობლიურ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში, ის დაპატიმრებულია და ამბობს, რომ ყველა ბრალდება შეთითხნილია. ეს კადრები ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, რათა მისი, როგორც თავად ამბობენ აგრესიული ქცევები გაესაჯაროებინა". 

ედუარდ სააკაშვილი CNN-ს ეუბნება, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ საკუთარი თვალით ხედავდა როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში დაჩქარდა. 

"ახლა, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, უკვე ეჭვი აღარ არის, რომ ის ძალიან ცუდადაა. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რომ ის სიმულირებს და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე", - ამბობს ედუარდ სააკაშვილი. 

მასიმო დი ანჯელო CNN-ს უყვება, რომ აიღეს ანალიზები სააკაშვილის თმიდან და ფრჩხილიდან, ასევე ჩაუტარეს ბიოფსია მუცლის ღრუში, ნიმუშები აშშ-ის ლაბორატორიაში გადაგზავნეს. მისი თქმით, გამოვლინდა მძიმე მეტალები, მათ შორის დარიშხანი და ვერცხლისწყალი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის მოწამლულია.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი