ევროპული გამოცემები აგრძელებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სტატიების გამოქვეყნებას.
"საქართველოში, პატიმრობაში მყოფ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Politico, გუშინ ჩატარებული სასამართლო სხდომის შემდეგ.
სტატიაში სააკაშვილი მოხსენიებულია როგორც ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი, რომელიც საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს.
Politico წერს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც მან გონება რამდენჯერმე დაკარგა.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პერსონალური მტერი, სააკაშვილი მაშინ დააპატიმრეს როცა ის სამშობლოში დაბრუნდა 2021 წლის ოქტომბერში. ექსკლუზიურ აუდიოჩანაწერში, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, პროდასავლელი, ამერიკული განათლების მქონე ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე დაკარგა გონება, მას შემდეგ რაც ის დაკავების შემდეგ სცემეს...
მზარდი მტკიცებულებები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, გაზრდის საერთაშორისო ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რომელსაც პარტია "ქართული ოცნება" ხელმძღვანელობს. ბევრი ქართველი ფიქრობს, რომ ეს პარტია კრემლთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტუაციამ შესაძლოა ქვეყანას დიდი დაბრკოლება შეუქმნას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ევროპარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მთავრობას სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვს "ჰუმანიტარული მიზნებისთვის..."- წერს Politico.
სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაზე საუბარია ფრანგულ გამოცემა Lemonde-ში, სადაც ყურადღება ძირითადად გამახვილებულია მესამე პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე. Lemonde 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ცუდად მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბედი სასამართლომ ამ დღეებში უნდა გადაწყვიტოს.
"ყოფილი ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი დაპატიმრების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. მან ერთ წელიწადში 40 კილოზე მეტი დაიკლო, მათ შორის 25 კილო ბოლო სამი თვის განმავლობაში. 28 ნოემბერს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, მასთან ვიზიტის შემდეგ, დაადასტურა მისი ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესება, რომელიც ვიზუალურადაც აშკარაა. მან ასევე დააკონკრეტა, რომ სააკაშვილი "პრაქტიკულად მთელი დროის განმავლობაში, საწოლში იწვა", - წერს ფრანგული გამოცემა.
იხილეთ ასევე: