მოსკოვთან სამხედრო ნაწილში ცეცხლი გაჩნდა, სარატოვის ოლქში კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს

გამოქვეყნდა:

23 დეკემბრის ღამეს მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო სარატოვის ოლქში დაუდგენელმა პირებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო Moskva ამბობს, რომ ხანძრის ფართობი დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იყო. მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსული მედია ამბობს, რომ ძლიერ დაზიანდა კომისარიატის შენობა  სარატოვის რაიონის სოფელ ივანტეევკაში. ადგილზე ნახეს პლასტმასის ბოთლი ბენზინისა და, სავარაუდოდ, ზეთის ნარჩენებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი