ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო ნადირაშვილი, ენმ-ს დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ხმაური სხდომაზე მას შემდგე დაიწყო, რაც ენმ-ს წარმომადგენლებმა მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს და სხდომაზე მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები გამოფინეს. ამ ფაქტმა "ოცნების" ქალი დეპუტატები განსაკუთრებით გამოიყვანა წყობიდან.
ოზურგეთში დღეს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ. სხდომა ენმ-მ პროტესტის ნიშნად დატოვა.