
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, კერძოდ, ქალაქ მელიტოპოლის ცენტრში აფეთქება მოხდა - ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
ქალაქის მერის ივან ფედოროვის განცხადებით, მელიტოპოლში,სავარაუდოდ, ავტომობილი აფეთქდა.
"მელიტოპოლის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ააფეთქეს. მგზავრებთან და მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება!",- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქალაქი მელიტოპოლი ომის დასაწყისში რუსი ოკუპანტების მიერ იყო ოკუპირებული, დღეს კი მას უკრაინა აკონტროლებს.