"მელამ კუდი თავის მოწმედ მოიყვანა" - მაჭარაშვილი 130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირის წერილზე

გამოქვეყნდა:

"მელამ კუდი თავის მოწმედ მოიყვანა" - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დღეს 130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირის მიერ გავრცელებულ წერილს. წერილზე ხელმომწერები ითხოვენ მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

"მელამ კუდი თავის მოწმედ მოიყვანა, რატომღაც ახლა რომ ხელი არ მოეწერა იმ რეჟიმის წარმომადგენლებს, ვისაც სურთ, რომ სააკაშვილი ახლა ციხიდან გამოვიდეს. ეს არის პირდაპირი აღიარება და ხალხის შეურაცხყოფა ვინც იყო კიდევ ერთხელ ვამბობ სასამართლოების მიერ დადგენილად მსხვერპლად ცნობილი, სააკაშვილის რეჟიმის დროს. სია იმდენი არსებობს, ჯერ ეს წაიკითხონ კეზერაშვილმა და ყველა იქ ხელმომწერმა მარგველაშვილის თამადობით, ამის მერე დაიწყონ სიების შედგენა", - თქვა მაჭარაშვილმა. 

წერილი დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა. მასზე ხელმოწერა სხვა მსურველებსაც შეუძლიათ. 

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ განცხადებაზე ხელმომწერები, ასევე ისინიც, ვისაც აქვს სურვილი შეუერთდნენ წერილს 28 დეკემებრს 12:00 საათზე ფექტორი "თბილისში" შეიკრიბებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი