ფოტო ვნახე, რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო მისი ამ მდგომარეობაში ნახვა - ხინჩეგაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ ნახა მესამე პრეზიდენტის კადრები, თუ როგორ გამოიყურება ის. მისი თქმით, სასიამოვნო არაა მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში დანახვა, თუმცა არ პასუხობს კითხვას უნდა გადაიყვანონ თუ არა ის საზღვარგარეთ.

"ფოტო ვნახე კი, ვნახე და რა თქმა უნდა, არ არის ახლა სასიამოვნო მისი ამ მდგომარეობაში ფოტოს ნახვა. [საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ?] ამაზე მე შევიკავებ თავს", - თქვა ხინჩეგაშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ საკაშვილი გუშინდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართეს. მოგვიანებით, ადვოკატმა თქვა, რომ შეუძლოდ გახდა და პროცესში მონაწილეობა ვეღარ შეძლო. 

ადვოკატებიც და ოჯახიც ამბობს, რომ მიხეილ საკააშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი