თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ამ დანაშაულს საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს ჩამოიცილებს - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არსეტოვიჩი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნელი სიკვდილით კვდება. მისი განცხადებით, თუ ის ციხეში მოკვდება, ამ დანაშაულს ვერასდროს ჩამოიცილებს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ეშინია.

"სააკაშვილი ავად არის და ნელი სიკვდილით კვდება, საქართველოს ხელისუფლებას კი არ სურს, რომ იფიქროს, რა იქნება ამის შემდეგ. თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის, რომ ეს მათ მოკლეს ყოფილი პრეზიდენტი და ამ დანაშაულს ისინი ვერასდროს ვერ ჩამოიცილებენ. გარდა ამისა, ეს გახდება მძლავრი ფაქტორი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მასობრივი არეულობები, რევოლუცია და ასე შემდეგ. ეს თუ არა, არჩევნებზე ითამაშებს დიდ როლს ეს ფაქტორი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ისინი ამ დანაშაულს ვერ ჩამოიცილებენ. სწორედ აქ ჩნდება შეკითხვა - ვისი ეშინიათ მათ? პასუხი კი არის, რომ მათ ეშინიათ ადამიანის, რომლისაც უკვე მალე აღარ შეეშინდება სომხეთს. უფრო სწორად, სომხეთს უკვე მისი აღარ ეშინია. ესე იგი, რუსეთს საქართველოს 30 თუ 25 პროცენტის ოკუპაცია უნდა მოეხდინა, რომ მისი ხელისუფლება ასე დაწოლილიყო მის ქვეშ?" - ამბობს არესტოვიჩი. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი