„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი მოშიმშილე დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუძლოდ გახდა. ამის გამო, პარლამენტში ექიმებს ელოდებიან, რათა მას დამატებითი ანალიზები ჩაუტარონ.
მედიკოსები ანა წითლიძისა და თემურ ჯანაშიასთვის დახმარების აღმოჩენის შემდეგ სავარაუდოდ მედიასთან კომენტარსაც გაკეთებენ.
რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, რომელიც გასულ ღამეს საავადმყოფოში გადაიყვანეს და იძულებული გახდა შიმშილობა შეეწყვიტა, ამ დრომდე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში,“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ექიმების ინფორმაციით, კირკიტაძეს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ნაწილმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი