"ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს" - მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, ათონელის რეზიდენციასთან აქციები დაიწყო

გამოქვეყნდა:

დღეიდან, ათონელის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად  უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება.  ორბელიანების სასახლესთან ენმ-ს წარმომადგენლები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. 

მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.

აქციის ორგანიზატორი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძეა. მისი თქმით,  საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადაარჩინოს. 

"მან არ უნდა დაუშვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, ვინც ბოლო 20 წელში მოვკალით ორი პრეზიდენტი...ვიწყებთ უწყვეტ პროტესტს, რომ სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ მისი ფუნქცია და ვუთხრათ, რომ კიდევ აქვს შანსი საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს როგორც დადებითი პერსონა და არ გახდეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირი" - ამბობს მუმლაძე

აქციაზე  მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი იმყოფება. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი  კეთილგონიერებასა და ჰუმანურობას გამოიჩენს და გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც მიხეილ სააკაშვილის საშუალებას მისცემს, რომ მკურნალობა სპეციალიზებულ კლინიკაში გააგრძელოს.

პარალელურად ათონელის რეზიდენციასთან სამართალდამცველების სრული მობილიზებაა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი