ჯავის ქუჩაზე მოკლული კაცის ვინაობა ცნობილია - სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული

გამოქვეყნდა:

ჯავის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 50 წლამდე მამაკაცი ამავე ქუჩაზე მცხოვრები ბონდო კისიევია.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ჯავის ქუჩაზე დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კისიევი  მისივე მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. იგი ადგილზევე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, სროლა ავტომობილიდან მოხდა. მეორე ვერსიით კი, დამნაშავემ მკვლელობის ადგილი ავტობუსით დატოვა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ირაკლი ბახტაძე

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი