ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი - დეგნანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდეს, ვინაიდან საქმე ეხება ჯანმრთელობას. მისივე თქმით, ხელისუფლების მოვალეობაა მესამე პრეზიდენტმა სათანადო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება მიიღოს: 

"დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. მთავრობის მოვალეობაა, რომ მან [მიხეილ სააკაშვილმა] მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბევრმა გააკეთა განცხადება, მათ შორის, სახალხო დამცველმა რომ მას სჭირდება სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარება და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე და ამიტომ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი" ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე, მომდევნო პროცესი მოსამართლე გიორგი არევაძემ 29 დეკემბერს ჩანიშნა. დასაკითხი მოწმეების რაოდენობის და მოცულობითი საქმის მასალებიდან გამომდინარე კი მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები შიშობენ, რომ სხდომების გაჭიანურება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი