ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არსებობდა კითხვები დროსა და ბრალდებებთან - დეგნანი

გამოქვეყნდა:

"ბატონ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არსებობდა კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მთავარი მედია არხის ხელმძღვანელს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აღნიშნული საკითხი არის გადაწყვეტილი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  კითხვები თავიდანვე დაიბადა, თუნდაც შერჩეულ სასჯელისა და მისი არაპროპორციულობის, ბრალდებასთან მიმართებაში და განსაკუთრებით ასეთ პოლარიზებულ გარემოში. მაშინ, როდესაც მედიასივრცე გარკვეულწილად მცირდება, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ აღნიშნულ პროცესი მიმდინარეობს ან პოლიტიკური ჩარევით, ან ზემოქმედებით და მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ეშინოდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების".
 

აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი