მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ერთიანებიან ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, დიპლომატები, მაღალჩინოსნები და ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. სწორედ გიორგი მარგველაშვილის სახელით გავრცელდა წერილი რომლის ადრესატი ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობაა და მას სხვა და სხვა ხელისუფლების 130-მდე პოლიტიკური ლიდერი და თანამდებობის პირი აწერს ხელს.
გზავნილის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ახლა საბედისწერო შეცდომის ზღვარზეა და ყველამ უნდა გაიაზროს ის საფრთხე, რომლის პირისპირ ქვეყანა ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა ვიწროპარტიული შურისძიების გამო დააყენა.