ქვეყანა სახალხო დამცველის გარეშე | რატომ აჭიანურებს "ოცნება" კანდიდატის არჩევას

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჩიხში შესული პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად საქართველო სახალხო დამცველის გარეშე რჩება. გაურკვეველია შეძლებენ თუ არა პოლიტიკური ოპონენტები მომავალში კონსენსუსამდე მისვლას და საერთო კანდიდატზე შეთანხმებას.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორები ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვენ, "ქართული ოცნება" კვლავ არ აპირებს პოზიციების დათმობას. მმართველი გუნდის მიერ დაკომპლექტებული კომისიის რეკომენდირებულმა პრეტენდენტენტებმა სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ახლა "ქართული ოცნება" ომბუდსმენობის სასურველი კანდიდატის ასარჩევად პროცესების გაჭიანურებას ცდილობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი