
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მხარს უჭერს ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებას გამოიწვევს.
"ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალში არის ხარვეზი, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ამ შემთხვევაში რუსეთი, გამომწვევად არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას გაწევრიანების შეჩერების მექანიზმი: მე არ ვსაუბრობ რუსეთის სრულ გარიცხვაზე, მაგრამ, სულ მცირე, რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებაზე", - თქვა მიშელმა.
გარდა ამისა, შარლ მიშელმა RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალში გაეროს სისტემის რეფორმა სავალდებულო იქნება, თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ბალანსის უკეთ გათვალისწინების მიზნით.