შიმშილობის მე-9 დღეს თემურ ჯანაშია კლინიკაში გადაჰყავთ | როგორია მოშიმშილე დეპუტატების მდგომარეობა

გამოქვეყნდა:

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თემურ ჯანაშია შიმშილობა შეწყვიტა, ის სასწრაფო სამედიცინო პერსონალს კლინიკაში გადაჰყავს. როგორც თემურ ჯანაშიას თანაგუნდელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, მას სერიოზული პრობლემა აქვს კალიუმის და ნატრიუმის ვარდნასთან დაკავშირებით. 

"ახლა წავიდა ექიმი, კატეგორიული რეკომენდაციაა ანიზე წითლიძეზეც და თემურ ჯანაშიაზეც იყო კატეგორიული რეკომენდაცია, რომ ორივემ შეწყვიტოს შიმშილობა მაგრამ თემოსთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემა კალიუმის და ნატრიუმის ვარდნასთან მიმართებაში იმიტომ, რომ გუშინ მიუხედავად გადასხმისა ეს ეს მაჩვენებლები გაცილებით მძიმეა, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით და ერთობლივი მოთხოვნით თემომ შეწყვიტა ახლა შიმშილობა" - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა დავით კირკიტაძემაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ნაწილმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი