ბაიდენმა თავდაცვის რეკორდულ, 858 მლრდ-იან ბიუჯეტს მოაწერა ხელი, საიდანაც უკრაინისთვის 800 მილიონია

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ, 858 მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, სადაც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარია გამოყოფილი. შესაბამისად, დოკუმენტში ომში მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარებაა გათვალისწინებული.

"თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ თავდაპირველად სთავაზობდა. ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას, ტაივანის დახმარებას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, და 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად" - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

თავდაცვის ბიუჯეტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 დეკემბერს, აშშ-ის სენატმა კი 16 დეკემბერს დაამტკიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი