კოვიდეპიდემია ჩინეთში - CNN-ის ცნობით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ეპიდემიის გავრცელების ტემპმა მაქსიმუმს მიაღწია და ბოლო 20 დღის განმავლობაში 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, რაც მოსახლეობის 18% წარმაოდგენს.
განსაკუთრებით უკონტროლო ვითარებაა პეკინში, შანჟენში, შანხაისა და ჩუნცინში. გამოცემის ცნობით, მხოლოდ სამშაბათს,ჩინეთში 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა Covid-19-ით.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის სწრაფი გავრცელების მიზეზი კოვიდ-19-თან დაკაბვშირებული რეგულაციების გაუქმება გახდა. არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის კომისიას ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა.