შიმშილობის მე-10 დღეს მინდა, მივმართო პრეზიდენტს, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე - ანი წითლიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას აგრძელებს.

დღეს მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა:

"დღეს, ჩემი შიმშილობის მე-10 დღეს, მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა, ადამიანს და როგორც ქალმა ქალს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. არ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ იმას, რაც ახლა ხდება მესამე პრეზიდენტის თავს და არ ვაკეთებდეთ არაფერს. რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვთქვი არა ერთხელ, რომ სანამ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა მომცემს შიმშილობის გაგრძელების უფლებას, მე ამას გავაგრძელებ", - თქვა ანა წითლიძემ.

დეპუტატი პარლამენტში უკვე მე-10 დღეა შიმშილობს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას გასცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი