"ვივამედში" მისულ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს, ვასილ კაკაშვილს კვლევის ნიმუშების აღების უფლება მიხეილ სააკაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა არ მისცეს.
დღეს იგეგმებოდა, რომ საგამოძიებო სამსახურს ფრჩხილისა და თმის ნიმუშები აეღო.
შალვა ხაჭაპურიძემ მედიას გააცნო განცხადება, რომელშიც ახსნილია რატომ მიიღო უარი საგამოძიებო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ნიმუშების აღებაზე. განცხადების ადრესატები არიან: საგამოძიების გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი, საქალაქოს მოსამართლე გიორგი არევაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი, პარლამენტის თავმჯდომარე და "Amnesty International-ის" ლონდონის ოფისის წარმომადგენელი.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი უფლებადამცველები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ნდობას არ უცხადებენ, ვინაიდან ეს უწყება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაშია. შესაბამისად ღარიბაშვილის განცხადბებიდან გამომდინარე მათ არ აქვთ ნდობა ბიუროს მიმართ.
ამავე დოკუმენტში წერია, რომ სამხარაულის ბიუროს არ აქვს შესაბამისი ლიცენზია, რომლითაც მძიმე მეტალებზე კვლევის ჩატარება იქნება შესაძლებელი. ამავე განცხადებასი ჩამოთვლილია რა კვლევებს ითხოვენ და რისი ჩატარების შესაძლებლობა არ აქვს უწყებას.
უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კვლევას იმ შემთხევვაში დათანხმდება, თუ კვლევაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან, კვლევის ნიმუშები დაილუქება და გადაიგზავნება უცხოეთში, კვალიფიციურ ლაბორატორიაში.