ექიმები შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას გასცემენ - ანი წითლიძე პროტესტს არ წყვეტს 

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანა წითლიძე დღეს ექიმებმა მოინახულეს. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, დეპუტატი უკვე მე-10 დღეა შიმშილობს.

ექიმების ინფორმაციით, წითლიძის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას გასცემენ.

"მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები არის საშუალო სიმძიმის. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე, გაეწია შესაბამისი დახმარება და გაეწია რეკომენდაცია, ვინაიდან, სხეულის მასის დეფიციტი არის კრიტიკულად დაბალი, შეეწყვიტა შიმშილობის აქცია", - თქვა ექიმმა.

როგორც ცნობილია, თავად წითლიძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მან დღეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ გაუარესებული მდგომარეობის გამო, პროტესტი გუშინ შეწყვიტა და ის მკურნალობას სახლში გადის.

რაც შეეხება მოშიმშილე კიდევ ერთ დეპუტატსმ, დავით კიკიტაძეს, ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი