აქცია სალომე ზურაბიშვილის სახლთან - მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად უწყვეტი პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, დღეს დილას პრეზიდენტის რეზიდენციიდან სალომე ზურაბიშვილის სახლთან გადაინაცვლა და აქცია გამართა.

"მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, აი, მის სახლთან ვართ ახლა, მოგაკითხავთ ყველგან და იცოდეთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას არ გაპატიებთ, ვალდებული ხართ დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია",- თქვა გიორგი მუმლაძემ. 

პროტესტის მონაწილეებმა მოქმედ პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური მოვალეობა კიდევ ერთხელ შეახსენეს და უთხრეს, რომ თუ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლე ფატალურად დასრულდება, პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილსაც დაეკისრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი