აქცია პუტინის ომის წინააღდეგ - რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ, უკრაინისა და რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ამ ფორმით უცხადებენ სოლიდარობას უკრაინელებს და აპროტესტებენ პუტინის რეჟიმს.
"არა ომს და არა პუტინის რეჟიმს" - ასეთია აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი. აქციის მონაწილეების თქმით, აქციები გაგრძელდება იქამადე, სანამ პუტინის რეჟიმი არ დამარცხდება.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს დაიწყო.