"მივმართავ ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი" | ჯაფარიძემ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ახალი კამპანია დაიწყო

გამოქვეყნდა:

ექიმი და "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი, სოფო ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ ჯაფარიძემ კლინიმა "ვივა მედთან" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მან ახალი კამპანია დაიწყო.

"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს და მე მჯერა ქართული საზოგადოები., მე მჯერა ადამიანების და მჯერა ადამიანების ჰუმანურობის და მჯერა, რომ კრიტიკულ მომენტში ადამიანებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც აქვთ ქმედების ბერკეტი. სწორედ ამიტომ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, რომ შეიწყალოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა საქართველოში დადგეს უკეთესი ახალი წელი და ახალი წელი დავიწყოთ ნაკლები მტრობით, შერიგებით და ერთმანეთის პატივისცემით. მე დავიწყე საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკება, დღეს მაქვს პირველი შეხვედრა 6 საათზე და მე მჯერა და კატეგორიულად ვემიჯნები, რომ ახალი წელი დავიწყოთ ადამიანის სიკვდილით და ადამიანის სიცოცხლისა და უფლების მოსპობით და მჯერა, რომ ბევრი თანამოაზრე მყავს", - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი