
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ირანი ჯერჯერობით უარს ამბობს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე - ამის შესახებ ბუდანოვმა The New York Times-თან ისაუბრა.
"ირანი ამას გასაგები მიზეზების გამო არ ჩქარობს, რადგან იცის, რომ როგორც კი რუსეთი პირველ რაკეტებს გაუშვებს, ირანზე სანქციების ზეწოლა გაიზრდება", - ამბობს ბუდანოვი.
ამავე ინტერვიუში ბუნდანოვმა აღნიშნა, რომ ზაფხულში დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა ირანიდან 1700 "Shahed" კამიკაძე დრონი შეიძინა. მისივე თქმით, ამ დრომდე, რუსეთმა უკრაინაში 540 დრონი გაუშვა.
ბუდანოვის თქმით, ირანში დრონების წარმოების ღირებულება ერთ ერთეულზე დაახლოებით 7000 დოლარია, თუმცა, უცნობია, რეალურად რამდენი გადაუხადა რუსეთმა ირანს კამიკაძე დრონებისთვის.