მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შსს-ს დოკუმენტების ინსპექტირების აღჭურვილობა აჩუქა

გამოქვეყნდა:

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დოკუმენტების პირველადი ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ღონისძიებას შსს-ს მაღალჩინოსნებთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე მონიკა ჩაკი დაესწრნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობა მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და მათი ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება.

აღნიშნული აღჭურვილობა მიგრაციის საერთაორისო ორგანიზაციამ შეიძინა პროექტის - „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი