სამხრეთ აფრიკაში საწვავის გადამზიდი აფეთქდა - დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგის მახლობლად, საწვავის გადამზიდის აფეთქების შედეგად, სულ მცირე  8 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით სატვირთო, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, მეტროპოლიტენის ხიდის ქვეშ გაიჭედა, ბიძგებმა კი საწვავის აალება გამოიწვია.

გარდა ამისა, აფეთქების შედეგად ახლოს მდებარე საავადმყოფოს შენობის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი