"რუსი ტერორისტების მიერ ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ მორიგი სამხედრო დანაშაულია, არამედ შურისძიებაა მისი მაცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა.
უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, თუ მას ექნება კონტრაბატარეული ბრძოლის მეტი საშუალება, მეტი არტილერია და მეტი შორი მოქმედების საბრძოლო მასალა. ამრიგად, რუსი მკვლელები დაისჯებიან და განდევნიან უკრაინიდან."
წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ტვიტერზე, ხერსონში დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით.