
ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.
"ამ წუთებში ჩვენ გვყავს 55 დაჭრილი [...] და 10 დაღუპული ქალაქის ცენტრზე დარტყმის შედეგად“, - თქვა იანუშევიჩმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მისი თქმით, 18 დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილებს შორის 6 წლის ბავშვა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დღეს დილით დაბომბეს.