ინციდენტი ათონელზე - ორბელიანების სასახლესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი უწყვეტი პროტესტი მიმდინარებს, გოგა ხაჩიძეს სამართალდამცველები აქციის მონაწილეებისთვის სკამის დადგმის საშუალებას არ აძლევდნენ:
"ორბელიანის სასახლესთან აქციის მონაწილეებისთვის ერთი ცალი, პატარა, დასაკეცი, პლასტმასის სკამი მივიტანე...საქმეში ბიძინას პოლიციელები ჩაერთნენ, აი ისინი, მანქანებზე ხუმრობად ქცეული ”ვემსახურები საქართველოს” რომ აწერიათ" - წერს ხაჩიძე.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი მას, დასაკეც სკამს ართმევს - "მე გასაგებად აგიხსენი, რომ მაგას ვერ გამოიყენებ.... კანონიერი მოთხოვნაა და დაემორჩილე, გაიტანე [სკამი]" - ამბობს პოლიციელი.
შეგხსენებთ, რომ ათონელის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.
ათონელის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის ორგანიზებით, უწყვეტი პროტესტი გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან უკვე მეორე ღამეს ათევენ. არც მოთხოვნაზე და არც პროტესტზე, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჯერჯერობით რეაგირება არ ჰქონია.