
უკრაინის დახმარების ახალი პარტია გერმანიიდან. UNIAN-ის ინფორმაციით, პაკეტში შედის ჯავშანტექნიკის სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Bergerpanzer 2, რომელიც გერმანიამ ომში მყოფ ქვეყანას, უკვე მე-13-ედ გაუგზავნა
Bergerpanzer 2 საბრძოლო ტანკ Leopard 1-ის ბაზაზე შეიქმნა და ის ბრძოლაში დაზიანებული მანქანების აღდგენას უზრუნველყოფს.
სამხედრო ტექნიკის გარდა, გერმანია უკრაინას ეხმარება 13 სასაზღვრო სამსახურის მანქანით, ერთი სასწრაფო და 2 სატვირთო მანქანით.