გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ, არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას - წითლიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანა წითლიძე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ამ მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად, წითლიძე უკვე 11 დღეა შიმშილობს, მისი თქმით, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"პირველ რიგში, მინდა შობა მივულოცო ყველას და ვთქვა, რომ დღეს არის დღე, როცა დაიბადა ქრისტე, რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, რომ გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს და ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილის სამკურნალოდ, მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ", - თქვა ანა წითლიძემ.

ანი წითლიძე პარლამენტში დღეს ექიმებმაც მოინახულეს. ისინი შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაციას გასცემენ და ამბობენ, რომ მდგომარეობა უკვე საშიში ხდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი