"ისიც ვიცით, ვინ გამოიძახა ნახალოვკელები და ვინ გაეკიდა გიოს" - შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების მიმოწერა

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარისთვის" ცნობილი ხდება მასალებში არსებული კიდევ ერთი მიმოწერა - ერთმანეთს მოწმე, დიჯეი კოკო, იგივე კონსტანტინე ღიბრაძე და მისი მეგობარი გოგო ესაუბრებიან. მიმოწერიდან ჩანს, რომ 18 ივნისს ნარეკვავზე ე.წ. ნახალოვკელები სპეციალურად ავიდნენ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გასწორებოდნენ. 

მიმოწერისას გოგო ამბობს, რომ იციან, ვინ გაეკიდა გიორგი შაქარაშვილს და ისიც, თუ ვინ "გამოიძახა ნახალოვკელები". კონსტანტინე ღიბრაძე მიმოწერაში მას პასუხობს, რომ არ იცის, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდათ მასთან ან გიორგი შაქარაშვილთან.

მცხეთაში განვითარებულ მოვლენებზე დღეს, 19 ივლისს ისაუბრა საქმის ერთ-ერთი მოწმე არასრულწლოვანის ადვოკატმა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირველ, აგარაკზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და მან გამოძიებას ინფორმაცია გუშინ მიაწოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი "შეცდომით" სცემეს.

როდესაც იწყებს სიგარეტის მოწევას, უცნობი პირები მას უკნიდან ურტყამენ. ნამდვილად არ იცნობს, გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ იქ ახალგაზრდები ცოტა ნასვამები იყვნენ, ღამის საათები იყო და ვერ იხსენებს, ვინ იყვნენ ეს პირები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩიქოვანი წამოვიდნენ თბილისში, - თქვა ადვოკატმა ანა ჟღენტმა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

აღნიშნული დასკვნა ოჯახის მიერ დაქირავებულმა სამედიცინო ექსპერტმა თითქმის ბოლომდე გაიზიარა. ალექსანდრე გეჯაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.

შიანაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 17 პირი დააკავა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი