ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს - მას პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ქ. თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც, ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებულ ორმოში მოთავსა და ხის ტოტებით დაფარა, რის შემდგომაც, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა"- ნათქვამია განცხადებში. 

სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი