"გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინის მოქალაქეს, გამორჩეულ პოლიტიკოსს, ცვლილებებისა და რეფორმების ავტორს, და უბრალოდ დიდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რათა მოხდეს მისი ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკურნალოდ გადაყვანა. თუ მსოფლიო არ გადაარჩენს სააკაშვილს, აუცილებლად ინანებს" - ამ სიტყვების ავტორი უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონია.
ჟურნალისტის მიმართვა სოციალურ ქსელში ვრცელდება და ამ განცხადებას თან ახლავს მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადად მისთვის გაგზავნილი წერილი.
ჟურნალისტმა ვიდე მიმართვაში სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და მის წარმატებულ პოლიტიკურ კარიერაზეც ისაუბრა.
"საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობამდე და მის შემდეგაც ვიყავი. მიხეილ სააკაშვილამდე ეს ულამაზესი ქვეყანა განადგურებული იყო. თითქმის არაფერი არ იყო. ხალხი მძიმე ვითარებაში ცხოვრობდა. კრიმინალი და კორუფცია მეფობდა, კრიმინალური დაჯგუფების ლიდერებს შინაგან საქმეთა მინისტრო კორტეჟით ხვდებოდა. არ იყო გზა. სახლები მძიმე სანახავი იყო. თბილისი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. სააკაშვილის შემდეგ ქვეყანა სწრაფი ტემპით დაიწყო ცვლილება. რამდენიმე წელიწადში ადამიანებმა ნახეს ცვლილება, რეფორმები, ახალი გზები, საავადმყოფოები, სკოლები. ყველაფერი ახალი. ბოლოს როდესაც მიხეილ საქართველოში ჩამოვედი, სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა. გავისეირნე თბილისსა და ბათუმში და ვინატრე უკრაინაშიც აღმშენებლობის ასეთი ტემპი ყოფილიყო. სამწუხაროდ ეს არ იყო. მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში დამარცხდა და მმართველობა ბიძინა ივანიშვილს გადააბარა.
ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. ის პუტინის მეგობარი და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქია. ის გაზპრომის აქციებსაც ფლობდა. მიხეილ სააკაშვილი, როგორც დემოკრატი ლიდერი ძალაუფლებას არ ებღაუჭებოდა. ის წავიდა და საქართველოში სამწუხაროდ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. ყოველწლიურად ვამჩნევდი ცვლილებებს რომელიც შოკს მგვრიდა. მე ვნახე როგორი იყო საქართველო და ვხედავდი როგორ იცვლებოდა ის. პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიხეილ სააკაშვილი პირველი ლიდერია, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე აღმოჩნდა. 2008 წელს რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. ჩვენ გვახსოვს როგორ მამაცურად და გმირულად მოიქცა მაშინ საქართველოს პრეზიდენტი.
გასული წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც მთავრობამ დააკავა. უკვე წელიწადზე მეტია ის ციხეშია. უკვე წელიწადზე მეტია დიდებული ქართველი პრეზიდენტი გისოსებს მიღმა იმყოფება. ის ძალიან ცუდად არის. მიშა ციხიდან პერიოდულად წერილებს მიგზავნის. თუმცა ბოლოს გამოგზავნილმა წერილი ისე გამაბრაზა, როგორც არასოდეს. გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინის მოქალაქეს, გამორჩეულ პოლიტიკოსს, ცვლილებებისა და რეფორმების ავტორს, და უბრალოდ დიდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რათა მოხდეს მისი ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამკურნალოდ გადაყვანა. თუ მსოფლიო არ გადაარჩენს სააკაშვილს, მსოფლიო ამის შესახებ აუცილებლად ინანებს" ,- ამბობს გორდონი.