ქუთაისის მერიამ ტენდერის გარეშე, 1 პირთან მოლაპარაკებით, 1 მილიონზე მეტი გასცა - ანტიკორუფციული

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერია ბიუჯეტიდან ფულს  "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს ურიგებს- ამის შესახებ "ანიკოტუფციულმა მოძრაობამ" განაცხადა.  ორგანიზაციამ გაარკვია, რომ 2022 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით, მილიონ ლარზე მეტი გასცა.

თემურ ცამციშვილის თქმით, ქუთაისის მერიამ წლის განმალობაში 100 000 ლარზე მეტი დახარჯა რესტორნების მომსახურეობისთვის, 163 000 ლარი გასართობი ღონისძიებებისთვის და 35 000 ლარი საჩუქრებისთვის.

ანტიკორუფციული მოძრაობა პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი