
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მოქალაქეები უკრაინიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქცია 24 დეკემბერს გაიმართა.
მოქალაქეები რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებდნენ "თავი შორს დაიჭიროს უკრაინისგან", მათ ხელში ეჭირათ პლაკატები "თავისუფლება უკრაინას", "შეწყვიტეთ ომის სიგიჟე", "სიკვდილისა და შიშის 304 დღე".
სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ბალკანეთის რეგიონში რუსეთის უახლოესი მოკავშირეა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაგმო რუსეთის ომი უკრაინაში, ქვეყანამ უარი განაცხადა შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს.