მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვითანამშრომლებ საქართველოს კოლაბორაციონისტ რუსეთის მთავრობასთან - ფადი ასლი

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი ამბობს, რომ 2023 წელს ის საქართველოს მთავრობასთან არ ითანამშრომლებს.

ამის შესახებ ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ მმართველი პარტია რუსეთთან კოლაბორაციონისტული მთავრობაა.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 2023 წლისთვის არ ვითანამშრომლებ საქართველოს კოლაბორაციონისტ რუსეთის მთავრობასთან, არც პროფესიულად და არც სოციალურად და ეს ეხება "ქართული ოცნების" ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის ჩემს მეგობრებს, რომლებიც ქართული ოცნების ნაწილია.

კოლაბორაციონისტ მთავრობასთან თანამშრომლობა ჩვენ თვითონ გვაქცევს კოლაბორაციონისტებად", - წერს ფადი ასლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი