"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები

გამოქვეყნდა:

ვინ დაუპირისპირდება ოპოზიციას რეგიონებში - "ქართული ოცნება" მაჟორიტარების კანდიდატებს ხვალ დაასახელებს, თუმცა მანამდე "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა ივანიშვილის გუნდის კანდიდატების ვინაობა რამდენიმე რეგიონში. ჩვენი ინფორმაციით, ოცნების წარმომადგენელი ქობულთში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძეა, .

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, ქვეყანა დაყოფილია 30 მაჟორიტარულ ოლქად, აქედან 8 ოლქი თბილისშია, დანარჩენი 22 კი რეგიონებში. 

აჭარის სამი ოლქიდან, ბათუმში იბრძოლებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რესან კონცელიძე, ქობულეთში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელვაჩაური-ქედა-შუა ხულოში "ოცნებას" წარმოადგენს მოქმედი მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე. აღვნიშნავთ, რომ ბოლქვაძე უკვე 12 წელიწადია, რაც მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. 

ასევე სამ ოლქად დაყოფილ სამეგრელოში, "მთავარისთვის" ცნობილი გახდა ორი ოლქის კანდიდატები, კერძოდ, ზუგდიდში - სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებული ალექსნდრე მოწერელია და ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მოქმედი მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია. 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანთის ოლქში მმართველი გუნდიდან იბრძოლებს მოქმედი მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე. გურიის ოლქში "ოცნებას" ასევე მოქმედი მაჟორიტარი, ნინო წილოსანი წარმოადგენს. 

სამცხე-ჯავახეთის ორი ოლქიდან "მთავარისთვის" ცნობილია ერთი კანდიდატი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში "ოცნება" ენზელ მკოიანს დაასახელებს.

კახეთის ორი ოლქიდან, გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს ოპონირებას მოქმედი მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი გაუწევს, ხოლო თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში ან თავდაცვის კომიტეტის ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი იბრძოლებს ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.

მცხეთა-მთიანეთის ოლქში, "მთავარის" ინფორმაციით, "ოცნება" კვლავ დიმიტრი ხუნდაძეს დააყენებს. შეგახსენებთ, რომ იგი ორი მოწვევის მაჟორიტარია. თუმცა ხუნდაძე ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამჯერად პარტიის პროპორციულ სიაში იქნება.  

ასევე ცნობილი ხდება, რომ ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და თერჯოლაში მაჟორიტარული კანდიდატი ქართული ოცნებიდან იქნება ბეჟან წაქაძე. 

ორშაბათს,  20 ივლისს ქართული ოცნება თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაასახელებს, საარჩევნო სია კი უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე, "მთავარმა შაბათს" მოიპოვა კანდიდატების ვინაობა, რომლებსაც მმართველი პარტია, სავარაუდოდ, მაჟორიტარებად დააყენებს. 

არსებული ინფორმაციით:

  • გლდანში - ქართული ოცნება ლევან კობიაშვილს წარადგენს;
  • სამგორში - სოზარ სუბარს;
  • ისანში - ირაკლი აბუსერიძე;
  • საბურთალოზე - დავით სერგეენკოს;
  • ვაკეში - ნოდარ ტურძელაძე;
  • ნაძალადევში - იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი;
  • დიდუბე/ჩუღურეთში აქტიური მსჯელობა 2 კანდიდატზე მიმდინარეობს -  გიორგი ვოლსკის და ილია წულაია;
  • მთაწმინდა/კრწანისის ოლქზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი