"ჯაზიდან ჯაველინებამდე" | აშშ-ის დახმარება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში

გამოქვეყნდა:

ტრადიციულ რუბრიკაში "ჯაზიდან ჯაველინებამდე" - ჩვენ იმ ისტორიული ურთიერთობების შესახებ გიყვებით, რამაც საქართველოსა და ამერიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სტრატეგიულ პარტნიორებად აქცია.

ამ გადაცემის განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ რუსულ პროპაგანდაზე. ჩვენს ქვეყანაშიც სამწუხაროდ კრემლს ბევრი რუპორი ჰყავს და ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ დასავლური ცივილიზაციის დისკრედიტაციის მიზნით ეს რუპორებიც დიდი მონდომებით იმეორებენ ხოლმე მოსკოვში კულტივირებულ შეთქმულების თეორიებს.

ამ თეორების ერთი ნაწილი ამტკიცებს, თითქოს ამერიკას ქართული კულტურის განადგურება და ჩვენთვის ქართველობის წართმევა სურდეს. არადა რეალობა სრულიად საპირისპიროა. ამერიკული საზოგადოება, რომელიც უამრავი ქვეყნიდან ემიგრირებულმა ადამიანებმა შექმნეს, თავად არის პირმშო სხვადასხვა კულტურათა თანაარსებობისა და შესაბამისად მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მრავალფეროვნების დაცვა.

ამ რუბრიკის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ სამხედრო სფეროზეც, ეკონომიკურ დახმარებაზეც. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შეერთებული შტატების ძალისმხევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული კულტურის ფასდაუდებელი ძეგლების შენარჩუნება/რესტავრაციაზეა მიმართული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი