
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელშვილის განცხადებით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებენ და ახალ პარლამენტს აირჩევენ, მიიღებენ კანონს, რომლის მიხედვითაც "კრემლის ოლიგარქებს" საქართველოში ბიზნესის წარმოება აეკრძალებათ.
თუ მოსკოვს სურს ჩვენთან ეკონომიკური თანამშრომლობა, ბიზნესის განვითარება, მაშინ გააუქმოს სავიზო რეჟიმი და გახსნას ხალხისათვის უზარმაზარი ეკონომიკური სივრცე რუსეთისა, რომლის შენარჩუნებაშიც ქართველებმა შეიტანეს გადამწყვეტი წვლილი, მათ შორის მილიონობით ადამიანის სისხლის ფასად და დღეს ეს ბაზარი დაკავებული აქვს ყველას, ჩვენ გარდა - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ბანკები, ენერგეტიკა, ტრანპორტი და უძრავი ქონება რუსი ოლიგარქატის ხელშია.