ლატვიამ რუსეთის ФСБ-ს ყოფილ პოლკოვნიკს თავშესაფარი არ მისცა

გამოქვეყნდა:

ლატვიის ხელისუფლებამ რუსეთის ФСБ-ს ყოფილ პოლკოვნიკს თავშესაფარი არ მისცა

რიგის ადმინისტრაციული რაიონული სასამართლოს ცნობით, 2015 წლის დეკემბერში, უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა ლატვიაში 2020 წლის დეკემბრამდე ცხოვრების უფლება მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა დეპარტამენტის (OCMA) გადაწყვეტილებით. ФСБ-ს ყოფილ პოლკოვნიკის რუსეთის პასპორტს ვადა 2021 წლის მაისში გაუვიდა. 

ლატვიის პროკურატურამ შეიტყო, რომ კაცი ინტერპოლით იძებნებოდა. 2021 წლის აგვისტოში ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თხოვნა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურისგან მისი რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით ექსტრადაციის შესახებ.

ლატვიის სასამართლო არ დაეთანხმა მამაკაცის არგუმენტს, რომ მისი „დევნა დაკავშირებულია გარკვეულ სოციალურ ჯგუფთან, რომელშიც, ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები ФСБ-ის ყოფილი ოფიცრები და შესაბამისად, მოღალატეებად ითვლებიან“. სასამართლოს თქმით, კაცის მიერ შეთავაზებული სოციალური ჯგუფის განსაზღვრის მოდელი ხელოვნურადაა აგებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი